საქართველო მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს

საქართველო მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. კვლევა, რომელიც თავისუფლების ინდექსს განსაზღვრავს “ფაიზერისა” და “კატონის” ინსტიტუტებმა შეიმუშავეს. 2012 წლის შემდეგ, ადამიანის თავისუფლების მიმართულებით, საქართველო ევრაზიაში ლიდერობს და მსოფლიო ხუთეულშია. მიმდინარე წლის მონაცემებით კი ირკვევა, რომ ქვეყანა მსოფლიოში 42-ე ადგილზე მონტენეგროსთან ერთად, თანაბარი ქულით დაწინაურდა. საქართველო როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრ 7 სახელმწიფოსა და წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეიტინგში, სასამართლოების მიუკერძოებლობის ინდიკატორი გამოყვეს. ამ მიმართულებით საქართველო, როგორც მეზობელ ქვეყნებს, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორისაა: ლატვია, საბერძნეთი, ხორვატია, ბულგარეთი, თურქეთი და მონტენეგრო.
კვლევის მიხედვით, “სასამართლო დამოუკიდებლობის” ინდიკატორში საქართველომ უკეთესი შედეგი აჩვენა ვიდრე უნგრეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, ხორვატიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, მ და მოლდოვამ. კვლევაში ყურადღება 20 წლიან სარეიტინგო პროგრესზე გამახვილდა. მონაცემებს 2012 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებების მიმართულებით ფუნდამენტურ ცვლილებებს უკავშირებს მმართველი გუნდი. ოპოზიციის ნაწილს კი საერთაშორისო რეიტინგის არ სჯერა.
რეიტინგებში საქართველოს პოზიციონირებას, ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებს უკავშირებენ ანალიტიკოსები. ექსპერტები ამბობენ, რომ მონაცემები გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიურ მოლოდინს ქმნის.
“ადამიანის თავისუფლების ინდექსი” სხვადასხვა ინდიკატორისა და კვლების მიხედვით, ადამიანის თავისუფლების ხარისხს, მსოფლიოს 165 ქვეყანაში სწავლობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი