საქართველო კარგად მუშაობს, ძლიერი მხარდაჭერაა ქართული საზოგადოების – ჟოზეფ ბორელი

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააგრძელოს მუშაობა ევროპულ გზაზე. საქართველო კარგად მუშაობს, -ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
როგორც ბორელმა აღნიშნა, ბრიუსელში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
„დიახ, ჩვენ შევხვდებით საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააგრძელოს მუშაობა ევროპულ გზაზე. საქართველო კარგად მუშაობს, ძლიერი მხარდაჭერაა ქართული საზოგადოების და კარგი ღონისძიებაა საქართველოსთვის“, – აღნიშნა ბორელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა