საქართველო ადრეც გამოიყენებოდა სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის – ზახაროვა სუსის განცხადებას პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ტერაქტის აღკვეთაზე იყო საუბარი და განაცხადა:
შეგახსენებთ სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ტერორიზმის თავაშვებულობას, როდესაც სახელდობრ საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო ტერორისტებს შეჰქონდათ ან ცდილობდნენ შეეტანათ (ოდესღაც გამოვიდა, ოდესღაც აღიკვეთა) იარაღი, საბრძოლო მასალა, ამუნიცია, ფული და ნარკოტიკები ურომლისოდაც, ტერორიზმი მაშინაც და ახლაც, უკრაინული რეჟიმის მაგალითზე, უკვე არაა “სრულყოფილი“ თავის მახასიათებლებში. რაც შეეხება ანტიტერორისტულ საკითხებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედების არსებობას, ჩვენ გირჩევთ დაუკავშირდეთ ს კომპეტენტურ უწყებებს შესაბამისი კომენტარებისთვის“
ზახაროვამ არ დააკონკრეტა, აქვს თუ არა მოსკოვს საქართველოს ხელისუფლებასთან ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ურთიერთთანამშრომლობა.
სუს-ის სკანდალური ბრიფინგიდან მალევე გაირკვა, რომ ტერაქტების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არცერთი პირი არ ჰყავს დაკავებული. არადა, ლილუაშვილის უწყება თბილისსა და ვორონეჟში დაგეგმილი ტერაქტების ორგანიზებაში 12 ადამიანს ამხელდა, მათ შორის საქართველოს შვიდ მოქალაქეს.
სუს-ის მტკიცებით, საუბარია 6 მოწყობილობასა და 14 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე, რომელიც უკრაინის მოქალაქეებმა ოდესიდან წამოიღეს და სარფის გავლით საქართველოში შემოიტანეს.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ ოპერაციას უკრაინის მმართველი პარტიის წევრი წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე ხელმძღვანელობდა.
სუს-ის თქმით, თუ ასაფეთქებლები მოქმედებაში მოვიდოდა, მსხვერპლი და ნგრევაა მასშტაბური იქნებოდა.