„საქართველოში „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ოპონენტების თქმით, ძირს უთხრის თბილისის ევროპულ მისწრაფებებს, 20 000-მდე მომიტინგემ გააპროტესტა“ – France 24

„საქართველოში „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ოპონენტების თქმით, ძირს უთხრის თბილისის ევროპულ მისწრაფებებს, 20 000-მდე მომიტინგემ გააპროტესტა“ – France 24
გამოცემა წერს, რომ საკამათო კანონი „უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელიც ოპონენტების თქმით, ძირს უთხრის თბილისის ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოში ოთხშაბათს 20 000-მდე მომიტინგემ გააპროტესტა.
გამოცემა წერს, რომ დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, მაგრამ განაცხადა, რომ თბილისს მოუწევს სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირება, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, პრესის თავისუფლების გაუმჯობესება და ოლიგარქების ძალაუფლების შემცირება, სანამ წევრობის მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება.
„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დაპირისპირებულია მმართველ პარტიასთან, განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება ეწინააღმდეგება „მოსახლეობის ნებას“ და დაგმო ის, როგორც „ს დესტაბილიზაციის სტრატეგია,“ – აღნიშნულია სტატიაში.