საქართველოში ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის ჯანდაცვის და ლაბორატორიული მედიცინის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

26 – 27 ივნისს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის (EA) ჯანდაცვის და ლაბორატორიული მედიცინის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მუშაობაში ევროკავშირისა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის (EFTA) 20-ზე მეტი ქვეყნის აკრედიტაციის ორგანიზაციის 30-ზე მეტი წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს აკრედიტაციის ცენტრმა უმასპინძლა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირში სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ნათია მიქელაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრის ორგანიზება საქართველოში პირველად ხდება. მისი თქმით, ეს შესაძლებლობა ქვეყანას მას შემდეგ მიეცა, რაც საქართველო და სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის „A“ კატეგორიის წევრი გახდა.
„მსგავს სამუშაო ჯგუფებსა და შესაბამისი მიმართულების კომიტეტების მუშაობაში საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლები რეგულარულად მონაწილეობენ, რაც, ერთი მხრივ, ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის წევრობის ვალდებულებიდან მომდინარეობს, მეორეს მხრივ კი, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ქართველ სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს, მუდმივად გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები და ჩართული იყვნენ ევროკავშირის დონეზე აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესებში,“ – აღნიშნა ნათია მიქელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი, რომელმაც შესაბამის სამსახურებს, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა კვებისთვის, 24 177.3 კგ ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი მიაწოდა

თამო კეშელავა: ჯარისკაცებს და პოლიციელებს წამლავთ, ბავშვებს ბაღის ფულს პარავთ, სკოლები დაანგრიეთ და არ შენდება, სამხარაული გაგინიავებიათ, უნივერსიტეტებს აუქმებთ, პარლამენტის შენობას ყიდით და რაც გამომრჩა, ყველაფერში ხელი გაქვთ ჩაყოფილი…