საქართველოში და რეგიონში პირველად, სელფის 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი

ცნობილი ხდება სად გაუშვებს სელფი 5G მომსახურებას საქართველოში პირველად. მიმდინარე წლის დეკემბერში, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, 5G ხელმისაწვდომი იქნება ბაკურიანსა და გუდაურში. ეტაპობრივად სელფის 5G საქართველოში სხვა ლოკაციებსაც მოიცავს, მათ შორის თბილისს.
სელფი ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელმაც მოიპოვა ლიცენზია 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში. ამასთან, სელფი იქნება რეგიონში პირველი კომპანია, რომელიც 5G ქსელის დანერგვას განახორციელებს.
ახალი ტექნოლოგია გამოირჩევა ინტერნეტის გაცილებით უფრო მაღალი სიჩქარით, ვიდრე 4G და ფაქტობრივად გამორიცხავს დაყოვნებას, რაც უსაზღვრო ახალ შესაძლებლობებს უხსნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგს, მათ შორისაა ტრანსპორტი, ჯანდაცვა, წარმოება და სხვა. კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნის თანახმად, 5G ქსელის აგება ხორციელდება ევროკავშირში მიღებული ნორმების გათვალისწინებით, რაც ქსელის უსაფრთხოებას განაპირობებს. სელფი 5G-ს ნერგავს მსოფლიოში ტელეკომუნიკაციების წამყვანი კომპანია Nokia-ს უახლესი ტექნოლოგიით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ