საქართველოში დანიის ელჩი – ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს

ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, – ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„დანია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის შეზღუდვის მიზნით ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობის გამო. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ დანია მიზნობრივ ზომებსა და ევროკავშირის ერთობლივ მოქმედებას მხარს უჭერს“, – წერს დანიის ელჩი საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო