საქართველოში მეორადი ტანსაცმელების იმპორტი ძვირდება. 2025 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 45 მლნ აშშ დოლარის 11 653 ტონა ნახმარი ტანსაცმელი შემოვიდა, 2024 წელს კი – 40 მლნ აშშ დოლარის 11 692 ტონა.
2025 წლის მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი რაოდენობით მეორადი ტანსაცმელი თურქეთიდან (19.5 მლნ აშშ დოლარი – 4590 ტონა) შემოვიტანეთ, მეორე ადგილზე თანხობრივად აშშ-ია (6.4 მლნ აშშ დოლარი – 460 ტონა), ხოლო რაოდენობრივად გაერთიანებული სამეფო (2.6 მლნ აშშ დოლარი – 1040 ტონა).
ბოლო ხუთი წლის მეორადი ტანსაცმლის ჯამური იმპორტის მაჩვენებლები შემდეგია:
2025 წელი – 45 მლნ აშშ დოლარი – 11 653 ტონა
2024 წელი – 40,7 მლნ აშშ დოლარი – 11 692 ტონა
2023 წელი – 40,7 მლნ აშშ დოლარი – 10 642 ტონა
2022 წელი – 34,5 მლნ აშშ დოლარი – 10 882 ტონა
2021 წელი – 25,5 მლნ აშშ დოლარი – 9 701 ტონა.
2025 წელს საქართველოს 1 კგ მეორადი ტანსაცმლის იმპორტი საშუალოდ 3.9 დოლარი დაუჯდა, მაშინ როდესაც 2021 წელს იმპორტის საშუალო ღირებულება 1 კგ-ზე 2.6 დოლარი იყო. შესაბამისად, ბოლო 5 წელიწადში საქართველოს მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 50%-ით გაუძვირდა.




