საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით არახამიას უპასუხეს

უკრაინის რადის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, ს პოსტში გამოთქმულ მოსაზრებას, რომელშიც იყო სამი პუნქტი, რის საფუძველზეც, მისი ხედვით, სა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაა შესაძლებელი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მედიის კითხვაზე პასუხის ფორმატში გამოეხმაურნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ არახამიას დამოკიდებულებას „დასანანი “ და „სამწუხარო“ უწოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მყარად უჭერენ მხარს უკრაინელ ხალხს და „სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს“.
„როდესაც ასეთ ფონზე კეთდება ასეთ გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში. აქედან გამომდინარე ჩვენ, პირველ რიგში, პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს და არ ვაპირებთ არახამიასთან და სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას“, – თქვა მ.
უფრო მკაცრად შეაფასა უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ.
„არახამიას ასეთი დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არა მხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს. და მე იმედს ვიტოვებ, რომ მისი და მისი თანამზრახველების ამ საკითხში ასეთი დამოკიდებულება ვერასდროს, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას, როგორც ეს მათ შორის მთავრობის გუშინდელ განცხადებაში იყო ნათქვამი“, – უთხრა ჟურნალისტებს მდინარაძემ პარლამენტში ბრიფინგზე.
უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის 11 მარტის განცხადებას, რომელიც ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის გადაცემას შეეხებოდა და ს თბილისთან ურთიერთობის დარეგულირების სამ პირობა დაასახელა.
არახამიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს და უკრაინაში დააბრუნოს , შეწყვიტოს რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები და „შეწყვიტოს აგრესორის დახმარება სანქციებისთვის თავის არიდებაში“. ამასთან, არახამია საქართველოს ხელისუფლებას „პროკრემლისტურს“ უწოდებს.
მანამდე საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინამ სააკაშვილის ხელისუფლების თანამდებობის პირები ზურაბ ადეიშვილი და გიორგი ლორთქიფანიძე თბილისს უნდა გადმოსცეს.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ “უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ პირები, რომლებზეც გამოცხადებულია ძებნა ან რომლებსაც შეფარდებული აქვთ სასჯელი სხვადასხვა დანაშაულისთვის. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილისა და უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლორთქიფანიძის ყოფნა”.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გუშინ, 11 მარტს, საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს.
5 მარტს უკრაინის გენერალური პროკურორი შეხვდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს. შეხვედრას ესწრებოდა ზურაბ ადეიშვილი.
ბრიუსელში ზურაბ ადეიშვილი ასევე მონაწილეობდა უკრაინის გენერალურ პროკურორსა და ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვერა იუროვას შორის გამართულ შეხვედრაში.
ადეიშვილი ასევე ესწრებოდა ბერლინში გერმანიის ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრებს.
11 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, სთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე „ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო“.

ასევე დაგაინტერესებთ