საქართველოს უნივერსიტეტში საგანგებო პრესკონფერენცია ჩაინიშნა

დღეს, 18.00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში (მის: კოსტავას 77ა, მეოთხე კორპუსი) საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია ჩაატარებს.
ბოლო კვირის განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს უნივერსიტეტის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახავი კამპანია. სხვადასხვა სამთავრობო ტელევიზია ცდილობს უნივერსიტეტის სახელის დაკავშირებას აბსურდული შეთქმულების თეორიასთან და ახალგაზრდების მობილიზებასთან, რომელიც თითქოს 4 ოქტომბრისთვის მიმდინარეობს. პროპაგანდისტული მედიის ეს პერმანენტული მცდელობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტის რეპუტაციულ ზიანს და საგანმანათლებლო სივრცეში ჯერ კიდევ არსებული თავისუფალი სივრცის დახშობას.
პრესკონფერენციაზე უნივერსიტეტის რექტორი გააკეთებს განცხადებას და გააცნობს საზოგადოებას უნივერსიტეტის პოზიციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს