საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ღირსეულ კურსდამთავრებულს, სემეკის გუნდის წევრს, გია იოსებაშვილს 70 წლის იუბილეს ვულოცავთ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღირსეულ კურსდამთავრებულს, სემეკის გუნდის წევრს, გია იოსებაშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სამშენებლო ფაკულტეტის სახელით, სტუ-ის ღირსეულ კურსდამთავრებულს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომელს, გია იოსებაშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს.
„ბატონო გია, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს – 70 წლის იუბილეს. თქვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ საუკეთესო კურსდამთავრებულ ინჟინერ-მშენებელთა შორის ხართ, რომელსაც არასოდეს შეუწყვეტია კავშირი თავის ალმა-მატერთან და მისი წარმატება მუდამ ახარებს. თქვენ დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გუნდის წევრი ხართ და ღირსეული წვლილი შეგაქვთ ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობისთვის აუცილებელი ფუნდამენტური დარგების განვითარებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო გია, დღეგრძელობა და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური!“, – აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე