საქართველოს რეალური საფრთხე რუსიფიკაციაა და არა წარმოსახვითი „უკრაინიზაცია“ — უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლის კობახიძის განცხადებას, სადაც მან სცადა რუსული კანონის მიღების საჭიროება აეხსნა: თითქოს, კანონპროექტის უმთავრესი მიზანია საქართველოს „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ და შესაბამისად, „ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევასთან“ მიახლოება.
ს უწყება ს პასუხობს, რომ საქართველოს რეალური საფრთხე რუსიფიკაციაა და არა „უკრაინიზაცია“. უკრაინის დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიება კი დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია შიდა პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების გამო საქართველოში, რაც დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს და კონსტრუქციული დიალოგის გზით იპოვონ გამოსავალი.
მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელი პირობაა ქვეყნის ევროპული მომავლის ასაშენებლად.
აღმაშფოთებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომენტარი „უკრაინიზაციის“ საფრთხესთან დაკავშირებით, რის წინააღმდეგაც, თითქოს, ეს კანონპროექტი არის მიმართული.
ჩვენი ქვეყნის დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიება დამატებითი ზიანის მომტანია უკრაინულ-ქართული ურთიერთობებისთვის. რეალური საფრთხე საქართველოსთვის რუსიფიკაციაა და არა წარმოსახვითი „უკრაინიზაცია“.
უკრაინის ინტერესშია, რომ საქართველოში მშვიდობიანი და მეგობრული ატმოსფერო იყოს. ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ — წერია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
17 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
„კრემლისგან შთაგონებული კანონმდებლობა“ — ვაშინგტონმა რიტორიკა დაამძიმა ევროპარლამენტარი: ამ კანონს ქვეყანა რუსეთში მიჰყავს და არა ევროკავშირში შარლ მიშელი რუსულ კანონზე: პირდაპირ ვიტყვი, ის დააშორებს საქართველოს EU-სგან EU-ს ელჩი: უდიდესი პარადოქსია, რომ ევროკავშირის კარი გაიღო და თბილისიდან შერეული სიგნალები მოდის