რუსეთის თავდაცვის უწყება – უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას დრონებით შეუტია, 12 დრონი გავანადგურეთ

ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის, როსტოვის ოლქებსა და კრასნოდარის მხარის ტერიტორიებზე 12 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა ს რეჟიმის მორიგი მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების წინააღმდეგ. საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა 12 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, მათგან 5 ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, ერთი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ერთი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 2 როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე და 3 კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ