საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობები და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გააქტიურებას ეკონომიკისა და ინვესტიციების მიმართულებებით.
დიპლომატმა მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ესტონეთის მხარდაჭერა დაუდასტურა.
Previous: საფრანგეთმა უცხოელ ლობისტებზე “რუსული” კანონპროექტი წარმოადგინა და მას ვერანაირად გააპროტესტებენ რეპუტაციაშელახული ევროპარლამენტარები

ასევე დაგაინტერესებთ