ეს ევროპა კი არ არის, ეს დაცილებულია ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს – მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

ეს ევროპა კი არ არის, ეს დაცილებულია ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს – მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რთული პროცესები მიმდინარეობს.
მან ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდებს. ეპისკოპოსის თქმით, ქართული საზოგადოება თანხმდება, რომ სურს ევროინტეგრაცია, მაგრამ ამ ჩანაწერით ჩანს, რომ ევროპა დაცილებულია საკუთარ ქრისტიანულ ღირებულებებს.
„ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, მე სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ ძალიან შემაძრწუნებელი და შემაშფოთებელი ერთი რამ: ჩვენ, ჩვენი ისტორიული არჩევანი, როგორც საზოგადოებაში ვთანმხდებით რომ არის ევროინტეგრაცია. პირველ რიგში ევროპა ჩვენთვის რა არის? – ქრისტიანულ ფესვებზე დაფუძნებული კულტურა. საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ რას, ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რაიმე კანონის მიღება, მათთვის არის თურმე მიუღებელი. ეს ევროპა კი არ არის, ეს არის დაცილებული ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს.”- განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ.
Previous: როდესაც ხელისუფლებისა და სუვერენიტეტის ასი ათასობით და მილიონობით მხარდამჭერს რუსებს და მოღალატეებს უწოდებენ, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების რიცხვი შემცირდება

ასევე დაგაინტერესებთ

ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტის სხდომასთან ერთად ლექციების ჩაშლაც რომ უნდა ვიცით, მაგრამ ამ ადამიანების კურსელებს და იმ ხალხს რას ეუბნებით, ლექციებისა და გამოცდების გაუქმებას რომ უპირებთ?!