საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ღირსების ორდენზე წარადგენენ

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.
„დღეს არის უბედნიერესი დღე. ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. პირადად, მე, როგორც გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს, 1994 წლიდან. ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. პატარა გადაწყვეტილება მინდა, გაგაცნოთ, რაც ბიჭებს უკვე ვუთხარი. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ყველა ღირსეული ხალხი არიან, ამიტომ შალვა პაპუაშვილთან ერთად პატარა გადაწყვეტილება მივიღე. ჩვენი ბიჭები იქნებიან წარდგენილი ღირსების ორდენზე. დიდი სიყვარული მინდა, გამოვხატო თითოეული მათგანის და თითოეული თქვენგანის მიმართ. უბედნიერესი ვარ დღეს. გილოცავთ“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვინც აქციებზე „წრფელი გულით“ დადის, უნდა გაითვალისწინოს, რომ რადიკალური ოპოზიციის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების ორგანიზებულ აქციაზე მისვლა მათი ღირებულებების გაზიარებას, მათ გეგმებსა და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს

მამულს, ენას, სარწმუნოებას ვერ დაამარცხებენ – ჩემთან ერთად, თქვენც ილოცეთ საკუთარ შვილებზე, ხოლო მათი სულების დაღუპვის მსურველებს ხელისუფლება და ერის ჯანსაღი საზოგადოება თავის ადგილს მიუჩენს!