„თუ მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმას გააგრძელებთ, სამთავრობო ვებგვერდებზე უფრო ფართო კიბერშეტევებით შეტევით ვუპასუხებთ“ – Anonymous კობახიძეს მიმართავს

„ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!”

ასე მიმართავს ჰაკერული დაჯგუფება Anonymous საქართველოს მთავრობას.

მათი თქმით ისინი ქართველი ხალხისა და ევროპის მხარეს იბრძვიან:

„ეს ქმედებები თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის ძალადობის საპასუხოა. გარდა ამისა, სამიზნე გახდა მთავრობასთან დაკავშირებული მედია, რომელიც პროპაგანდისტულ საშუალებებს ემსახურება.

კრემლის მარიონეტული მთავრობა საქართველოში ახორციელებდა ს „უცხო აგენტის“ კანონებს, რომლებიც მიზნად ისახავს გააჩუმოს განსხვავებული აზრის და დამოუკიდებელი მედია, ისევე როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ორგანიზაციები.”

წერენ ისინი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?