საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე გვანცა ვარამაშვილი დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე გვანცა ვარამაშვილი დაინიშნა
გვანცა ვარამაშვილს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ამჟამად იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია; მიღებული აქვს საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.
გვანცა ვარამაშვილი სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და თანაავტორია, მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდის სტიპენდია.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე იგი იკავებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს