საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ცნობილი ქართველი მხატვრის – თემო ჯაფარიძის ხუთი ფერწერული ნამუშევარი საჩუქრად გადაეცა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ცნობილი ქართველი მხატვრის – თემო ჯაფარიძის ხუთი ფერწერული ნამუშევარი საჩუქრად გადაეცა. ისინი მუზეუმს მხატვრის შვილმა, ლელა ჯაფარიძემ გადასცა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ნახატები იმ 14 ფერწერულ ნამუშევარს შორისაა, რომელიც, თემო ჯაფარიძის მიერ 1991 წელს, საფრანგეთში გამოფენაზე წარდგენის შემდეგ, ბოლო 34 წლის განმავლობაში ქ. ნანტში, ლიტერატორისა და მთარგმნელის, პროფესორ გასტონ ბუაჩიძის ოჯახში ინახებოდა, წელს კი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება