საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივართან ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს – ისმოდა შეძახილები: „აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა!”

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივართან ერთად, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
ნაკრების ინიციატივით, ისმოდა შეძახილები – „ საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!“
ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ – 4:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივლისს ჩაატარებს.