საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა, ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს ხანძრის გამო დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში დაეხმაროს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული ს სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო, – ამის შესახებ მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა, გალერეის სპეციალისტებს ექსპონატების რესტავრაციაში დაეხმაროს.
“ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისგან შექმნას სპეციალური ჯგუფი”, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
ოკუპირებულ სოხუმში აფხაზი მხატვრების “ოქროს ფონდი” დაიწვა – განადგურებულია ნახატების 4 000-მდე ეგზემპლარი.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თსუ-ში 2-3 ათასია A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას

განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები, მათ შორის, გეოგრაფიული განაწილების გათვალისწინებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უზრუნველყოფილი სრულიად თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა

აქტიურად ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რათა მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე