საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია „საქკაბელი“ საექსპორტო ქსელის დივერსიფიცირებას განაგრძობს. კომპანიამ ამჯერად საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განახორციელა. საზღვაო გადაზიდვით სხვადასხვა სპეციფიკაციის კაბელის ექსპორტი წარმატებით შედგა.
„საქკაბელი“ საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 2010 წლიდან ეწევა. 2023 წლიდან, „საქკაბელის“ პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გამოჩნდა. მიმდინარე წელს კი, კომპანიამ საექსპორტო არეალი კიდევ გააფართოვა და ამჯერად საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ისრაელში განახორციელა.
„სასიხარულოა, რომ გლობალურ ბაზრებზე დღითიდღე იზრდება „საქკაბელის“ მიერ დამზადებულ ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა და კიდევ უფრო ძლიერდება ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაცია. ექსპორტის განხორციელებამდე ჩვენმა პროდუქციამ მკაცრი ტესტირების პროცესი გაიარა, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი და დაამტკიცა, რომ „საქკაბელის“ მიერ წარმოებული მრავალფეროვანი საკაბელო პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს და საიმედოდ უზრუნველყოფს გრძელვადიან ფუნქციონირებას.
ისრაელში განხორციელებული ექსპორტი წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს „საქკაბელის“ საექსპორტო ქსელის განვითარებისა და გაფართოების თვალსაზრისით. ჩვენი საექსპორტო მიმართულების გეგმები სხვა ქვეყნებსაც უკავშირდება. გაზრდილი წარმადობითა და მაღალ ხარისხზე ფოკუსირებით, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში წარმოებული, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქციით საკაბელო ინდუსტრიის წინსვლასა და სიახლეების დანერგვას“ , – „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.
„ვულოცავთ წევრ კომპანია „საქკაბელს“ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პროდუქციის წარმატებულ რეალიზაციას. სასიხარულოა, რომ საქართველოში წარმოებული, საერთაშორისო სტანდარტებით დამზადებული საკაბელო პროდუქცია დღითიდღე უფრო მოთხოვნადი ხდება გლობალურ ბაზარზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „საქკაბელს“, როგორც ქართულ ბრენდს, თავისუფლად შეუძლია გაუწიოს კონკურენცია საკაბელო ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს საერთაშორისო ბაზარზე. დარწმუნებული ვართ, რომ „საქკაბელი“ კიდევ არაერთ საექსპორტო ბაზარს აითვისებს, რაც დადებით გავლენას იქონიებს არა მხოლოდ კომპანიის განვითარებაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზე“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
აღსანიშნავია, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.
გარდა ამისა, „საქკაბელის“ პროდუქციას მინიჭებული აქვს CE მარკირება, რაც ადასტურებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა.
ინფორმაციისთვის: „საქკაბელი“ ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას 67-ე წელია იკავებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიისერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტისჩანაცვლებაა.