“ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის Ads მენეჯერზე შეხვედრას გამართავს

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 4 ივლისს, 19:30 საათზე ჭავჭავაძის „ლაუნჯში“ ბანკის ორგანიზებით სასტუმრო სექტორისა და დასვენების სფეროს წარმომადგენლებისთვის „ვორკშოპი“ გაიმართება.
მათივე ცნობით, ღონისძიება 2 ნაწილად დაიყოფა. პირველ ნაწილში საინვესტიციო ბანკის – „გალტ & თაგარტის“ სექტორული კვლევების სამსახურის უფროსი, კახა სამყურაშვილი დასვენების სფეროში მიმდინარე ტრენდებს, სიახლეებსა და კვლევის მიგნებებს მიმოიხილავს.
მეორე ნაწილში კი „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი ისაუბრებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ბიზნესებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.
„ინსტრუმენტები, რომლებსაც გიორგი კინწურაშვილი მიმოიხილავს, ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ზაფხულის პერიოდში მეტ მომხმარებელს გააცნოს საკუთარი პროდუქცია, გაზარდოს გაყიდვები და შექმნას უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება.
რაც მთავარია, დაინტერესებული ბიზნესები ღონისძიების განმავლობაში მიიღებენ დეტალურად ინსტრუქციას, თუ როგორ შექმნან შეთავაზება „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით, რომელიც ბიზნესს საქართველოს ბანკის 1 400 000-ზე მეტ მომხმარებელთან აკავშირებს, „მობილბანკის“, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ს საშუალებით.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებლები უნდა ესტუმრონ ამ ბმულს.
თუ ჯერ არ ხართ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს