საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის მხარდამწერია. ბანკთან თანამშრომლობით „ინვესტ დეველოპმენტი“ ბაგებში, წყნეთის გზატკეცილი #37ა-ში პრემიუმ კლასის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 3.8 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ დოლარს შეადგენს.
დეველოპერული პროექტი 2 323 კვ.მ-ზე 8 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც 84 საცხოვრებელი ბინა, საოფისე ფართები, გამწვანებული ეზო და პარკინგის სივრცე განთავსებდა. მშენებლობა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და 2026 წლის დეკემბერში დასრულდება.
“ჩვენ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ახალი სამშენებლო პროექტების განხორციელებას 2024 წელსაც აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ. „ინვესტ დეველოპმენტთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში ერთობლივად რამდენიმე მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის მრავალფუნქციური საოფისე და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ჩხიკვაძისა და ტერევერკოს ქუჩებზე. ახალი პროექტი კი, თბილისის ერთ – ერთ ყველაზე გამორჩეულ უბანში, ბაგებში, პრემიუმ კლასის სახოვრებელი სახლის მშენებლობას გულისხმობს. კომპანია სამომავლოდ თბილისში მეტი ახალი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“ – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა გიორგი წეროძემ.