საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი

ცნობილი ხდება, სად გაუშვებს „სელფი“ 5G მომსახურებას საქართველოში პირველად – მიმდინარე წლის დეკემბერში, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, 5G ხელმისაწვდომი იქნება ბაკურიანსა და გუდაურში. ეტაპობრივად „სელფის“ 5G საქართველოში სხვა ლოკაციებსაც მოიცავს, მათ შორის თბილისს,- ამის შესახებ „სელფი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, „სელფი“ ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელმაც მოიპოვა ლიცენზია 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში.
„ამასთან, „სელფი“ იქნება რეგიონში პირველი კომპანია, რომელიც 5G ქსელის დანერგვას განახორციელებს.
ახალი ტექნოლოგია გამოირჩევა ინტერნეტის გაცილებით უფრო მაღალი სიჩქარით, ვიდრე 4G და ფაქტობრივად გამორიცხავს დაყოვნებას, რაც უსაზღვრო ახალ შესაძლებლობებს უხსნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგს, მათ შორისაა ტრანსპორტი, ჯანდაცვა, წარმოება და სხვა. კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნის თანახმად, 5G ქსელის აგება ხორციელდება ევროკავშირში მიღებული ნორმების გათვალისწინებით, რაც ქსელის უსაფრთხოებას განაპირობებს. „სელფი“ 5G-ს ნერგავს მსოფლიოში ტელეკომუნიკაციების წამყვანი კომპანია Nokia-ს უახლესი ტექნოლოგიით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო