საქართველოსა და თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი მიმდინარეობს

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრას თურქეთის ნაკრებთან მართავს. მატჩი იზმითში ტარდება.
როგორც ცნობილია, 4 სექტემბერს, თბილისში მუნდიალის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩი თურქეთმა საქართველოს ნაკრებს 3:2 მოიგო.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს, რითაც მესამე ადგილზეა; თურქეთს კი – 6, რაც მას მეორე ადგილზე აყენებს. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან მატჩზე მეორე ადგილისთვის იბრძოლებს. ჯგუფის ლიდერი 9 ქულით ესპანეთია, ბულგარეთს კი 0 ქულა აქვს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს, ხოლო მეორეზე გასული პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)