საქართველომ 23 წლამდე ასაკის უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ბათუმში ჩატარდა 23 წლამდე ასაკის უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც რვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
უძლიერეს სპორტსმენებს შორის ჩემპიონი ქართველი ნიკა ლეკაიძე გახდა, ვიცეჩემპიონობა ლატვიელმა ვალენტინს კლევინკინსმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი ჩეხმა იან ლაჩინამ დაიმსახურა, IV და V ადგილებზე კი შოთა გოგობერიშვილი და დანიელი ემიკ ერიკსონი გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ბათუმში, ასევე, გაიმართა ტურნირი „შავი ზღვის თასი“, რომელშიც 12 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
+110 კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონი ავთანდილ ყარმაზანაშვილი გახდა, ვერცხლის მედალი უნგრელმა ანდარს ვარგამ მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს კი არჯევან ჯანაშია დაეუფლა. 110 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება უკრაინელ ვალერი გაზაევს ერგო, ვიცე-ჩემპიონი უჩა ირემაძე გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ვალიკო ფიფიამ დაიმსახურა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)