საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნები 12%-ით შემცირდა

2023 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში (+ნორვეგია და შვეიცარია) თავშესაფრის მოთხოვნით 25 209 განაცხადი შეიტანეს, რაც 12%-ით ნაკლებია 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელთან (28 803) შედარებით.
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) უახლესი ანგარიშის თანახმად, განხილული განაცხადებიდან 96% არ დაკმაყოფილდა, ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 2%-მა მიიღო და დამატებითი დაცვა — 2%-მა.
2023 წელს EU+-მა მიიღო 1.1 მილიონი თავშესაფრის განაცხადი, რაც 2022 წელთან შედარებით 18%-ით მეტია და 2015-16 წლების საემიგრაციო კრიზისის ჰგავს. თავშესაფარს ყველაზე ხშირად სირიელები ითხოვენ — 2023 წელს მათ შეიტანეს 38%-ით მეტი განაცხადი (181 000) წინა წელთან შედარებით. მეორე ადგილზე კვლავ ავღანელები არიან, თუმცა კლების ტენდენცია სახეზეა და 2023 წელს მათ 11%-ით ნაკლები ნაკლები განაცხადი შეიტანეს, ვიდრე ვიდრე 2022 წელს.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავშესაფრისთვის ყველაზე ხშირად გერმანიას მიმართავენ.
2023 წლის ბოლოს, ევროკავშირში+ დროებითი დაცვის დაახლოებით 4,4 მილიონი ბენეფიციარი იყო, რომლებმაც დატოვეს ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ უკრაინელ ბენეფიციარს ჩეხეთმა უმასპინძლა, შემდეგ მოდის ბულგარეთი, , ლიეტუვა და პოლონეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის წერილზე – გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არანაირი საფრთხე რომელიმე ორგანიზაციას არ ემუქრება, როგორიც რუსულ ან სხვა ხისტ კანონებშია, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს გააჩნია