“საფრთხე უნდა ვიგრძნოთ” – რა საფრთხე ემუქრება ქვეყანას და ვისგან? – წულუკიანი

ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, “აგენტების კანონს” ეხმაურება და ამბობს:
“სასურველი და აუცილებელია, რომ ვიგრძნოთ საფრთხე და დავინახოთ რეალობა, რომელიც არაა დამამშვიდებელი. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და ცუდი ამინდი ჰაერში აბურთავებს. ეს დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე ში ომი დაიწყებოდა. ჩვენი ქვეყანა ასეთ ვითარებაში უკვე რამდენიმე წელია და ასეთ დროს აუცილებელია უსაფრთხოების დამატებითი ღვედები. სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი და მინდა, სიხარულით მივესალმო ამ კანონპროექტის დაინიცირებას გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ“,
გამომდინარე იქედან, რომ ოცნების ყველა ლიდერი, დასავლურ დაფინანსებაზე აკეთებს აქცენტს, წულუკიანი, როგორც ჩანს, თვლის, რომ სგან ოკუპირებულ ქვეყანას საფრთხე პარტნიორებისგან ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…