საფრანგეთში ქართული კულტურის დღე – ერთობის ღონისძიება გამართა

26 ნოემბერს, ასოციაციამ ქართველები საფრანგეთში, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, გრენობლთან ახლოს, ერთ ულამაზეს, ალპების მთებით გარშემორტყმულ ქალაქში, ქართული კულტურის დღე, ერთობის ღონისძიება გამართა.
ასოციაციის პარტნიორი გახლდათ საფრანგეთში მოღვაწე ღვინის კომპანია, Vins Georgiens, რომელსაც საუკეთესო ხარისხის ქართული ღვინო ჰქონდა წარმოდგენილი.
შეხვედრას მუსიკალურად აფორმებდა პარიზში მოღვაწე მუსიკოსი ლუკა წიკლაური. ქართული ცეკვა წარმოადგინა ანსამბლმა “ლაშარის ჯვარი ლიონში”.
ღონისძიების საპატიო სტუმარი, რომლის ნახატების გამოფენამაც განსაკუთრებული მოწონება და სიყვარული დაიმსახურა, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი ელენე ლოლაძე გახლდათ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას თავისი ლექსებიც გააცნო.
„მადლობა ყველა სტუმარს, რომელმაც არ დაიზარა, მოვიდა, ეზიარა ქართველი ხელოვანების შემოქმედებას და დააგემოვნა ქართული კერძები და ღვინოები…
შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა ასოციაციის ფონდში, საახალწლო საქველმოქმედო აქციის დასაგეგმად.
დიდი მადლობა ჩვენი ასოციაციის გულშემატკივრებო, რადგან უთქვენოდ არაფერი გამოგვივა! თქვენი გვერდში დგომა გვაძლიერებს და უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ განვახორციელოთ ის დიადი იდეები, რომლისთვისაც ვართ გაერთიანებული ჩვენ, მოხალისე წევრები: ზაზა, სალომე, ეკა, რუსკა, მეგი, შოთა, გვანცა, ლევანი და ელისაბედი♥️….“, – ნათქვამია ასოციაციის “ქართველები საფრანგეთში” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ