საფრანგეთში, ერთ-ერთ ბინაში, დედისა და მისი 4 შვილის ცხედარი იპოვეს – დაკავებულია ბავშვების მამა

საფრანგეთში, ილ დე ფრანსის რეგიონში მდებარე ქალაქ მოში, ერთ-ერთ ბინაში, 5 ადამიანის – დედისა და მისი 4 შვილის ცხედარი იპოვეს. სასტიკი მკვლელობის საქმეზე, მოკლული ქალის მეუღლე და ბავშვების მამა – 33 წლის კაცი დააკავეს.
როგორც BBC წერს, “ადგილზე მისულ პოლიციას სისხლის გუბეები დახვდა”. ბავშვებიდან ყველაზე უფროსი 10 წლის, ყველაზე პატარა კი 9 თვის იყო.
პროკურატურის ცნობით, კაცს ოჯახის წევრებზე ადრეც უძალადია – 2019 წელს, წყვილის მესამე შვილის დაბადებამდე ერთი თვით ადრე, ეჭვმიტანილი ქალს თავს დანით დაესხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი გაყალბება, ან რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა, ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო რადიკალური ოპოზიციის ხუთივე ძირითადი ბრალდება