საფრანგეთმა ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა. გადაწყვეტილება 24 მარტს, ღამით მიიღეს ელისეს სასახლეში, სადაც პრეზიდენტ ს ხელმძღვანელობით გაიმართა საფრანგეთის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.
პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო და ასევე, საშიშროება, რომლის წინაშე საფრანგეთიცაა. ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე შესაბამის სამსახურებს აძლევს უფლებას, მიიღონ ისეთი ზომებიც, რომლებიც შესაძლოა, ზიანს აყენებდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას.
საფრანგეთი არაერთხელ იქცა სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფების სამიზნედ. ყველაზე მასშტაბური იყო 2015 წლის ნოემბერში, პარიზში მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
2024 წლის ივლის-აგვისტოში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება.
22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. დაიღუპა სულ მცირე 137 ადამიანი. 180-ზე მეტი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“. ს უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე.

ასევე დაგაინტერესებთ