საფრანგეთი 49 ევროს ღირებულების ერთიან სამგზავრო ბარათს გამოუშვებს

საფრანგეთი 49 ევროს ღირებულების ერთიან სამგზავრო ბარათს გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
საფრანგეთის რეგიონები ერთიან სამგზავრო ბილეთზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. მისი ტესტირება წელს დაიწყება, მაგრამ ყველა სარგებლობას ვერ შეძლებს.
პროგრამა ამოქმედდება მხოლოდ 27 წლამდე ახალგაზრდებისთვის. ორთვიანი გამოწერისთვის (ივლისი-აგვისტო) მოგიწევთ გადაიხადოთ 49 ევრო. საშვი მოქმედებს TER და Intercity მატარებლებზე ყველა რეგიონში, გარდა ილ-დე-ფრანსისა.
თუ ახალგაზრდებისთვის სამოგზაურო საშვის ექსპერიმენტი წარმატებული იქნება, ის შეიძლება გაფართოვდეს.