ევროკავშირს არ აქვს ერთიანი ევროპული პოზიცია, ვაღიარებთ თუ არა პუტინს ლეგიტიმურ მმართველად – პიტერ სტანო

ევროკავშირს არ აქვს ერთიანი ევროპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, აღიარებენ თუ არა ვლადიმერ პუტინს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
პიტერ სტანოს განმარტებით, ევროკავშირს არ აქვს უფლებამოსილება, აღიაროს ან არ აღიაროს რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, როგორც წესი, ასეთ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები იღებენ.
„27 წევრი სახელმწიფო თუ ერთსულოვნად ამბობს, რომ ისინი არ აღიარებენ ქვეყნის წარმომადგენლის ლეგიტიმურობას, როგორც ეს სირიის ლიდერ ასადის ან ბელარუსში დიქტატორის, ლუკაშენკოს შემთხვევაში გააკეთეს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ეს პოზიცია. ბელარუსთან, სირიასთან და ვენესუელასთან დაკავშირებით 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ იყო შეთანხმებული ევროკავშირის პოზიცია, როგორ განვიხილავთ ხელისუფლებაში დარჩენილ პირებს. ს შემთხვევაში, არ გვაქვს ერთიანი ევროპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, ვაღიარებთ თუ არა პუტინს ლეგიტიმურ მმართველად“, – განაცხადა სტანომ.

ასევე დაგაინტერესებთ