საფრანგეთი უკრაინას ჯავშანტექნიკას და რაკეტებს მიაწვდის

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ში ასობით ჯავშანტექნიკას და „ასტერის“ რაკეტებს გაგზავნიან.
ლეკურნუმ The Tribune-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იარაღის მიწოდება 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში იგეგმება. მისი თქმით, საუბარია ცნობილ VAB ჯავშანტრანსპორტიორებზე.
„უკრაინის არმიას სჭირდება, მაგალითად, ჩვენი ფრონტის ჯავშანტექნიკა (VAB): ამას აბსოლუტურად საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჯარების მობილურობისთვის. ამ ძველ ტექნიკას, რომელიც ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინას მნიშვნელოვანი პირდაპირი სარგებელი მოუტანოს“, – აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრის თქმით, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ ს მოთხოვნის საპასუხოდ, პარიზი გადასცემს საბრძოლო მასალა „ასტერ 30“-ს SAMP/T-ისთვის – რომელიც ამერიკული Patriot-ის ეკვივალენტია.
სებასტიან ლეკორნუ არ გამორიცხავს, რომ პროცესის დაჩქარების მიზნით საფრანგეთმა პრიორიტეტი სამოქალაქო მწარმოებლიდან სამხედროზე გადაიტანოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს