საფრანგეთი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთში” საარჩევნო უბნების მოწყობას

საფრანგეთი ს მიერ ოკუპირებული სა და “სამხრეთ ოსეთის” რეგიონებში საარჩევნო უბნების მოწყობას გმობს. ამის შესახებ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საარჩევნო უბნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში, საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლების თანხმობის გარეშე მოაწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა ე.წ. „არჩევნები“ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოაწყო:
ს ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილებში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ე.წ. „არჩევნების“ უკანონო ორგანიზება საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების შემდგომ დარღვევას წარმოადგენს. საფრანგეთი აღნიშნული ე.წ. „არჩევნების“ ჩატარებას და მის შედეგებს არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თავის ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, – აღნიშნულია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, რუსეთში საარჩევნო პროცესი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებული ზეწოლის და რეჟიმის საწინააღმდეგო ფორმების შეზღუდვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის აკრძალვის ფონზე მიმდინარეობდა.
„საფრანგეთი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგს აღნიშნავს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად მეხუთე ვადით დარჩება. რუსეთში საარჩევნო პროცესი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებული ზეწოლის და რეჟიმის საწინააღმდეგო ფორმების შეზღუდვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის აკრძალვის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიტიკური ოპოზიციური მოღვაწე, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა, სხვა გარემოებებთან ერთად, რუსეთის ხელისუფლების მიერ მისი პატიმრობის პირობების გამკაცრების შედეგად. კანდიდატებს, რომლებიც ში ომის გაგრძელებას ეწინააღმდეგებოდნენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ, რამაც პლურალიზმის დონე მნიშვნელოვნად შეამცირა. საარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატების მედიასთან თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით საერთაშორისო სტანდარტები დაცული არ იყო. კიდევ ერთხელ, თავისუფალი, პლურალისტური და დემოკრატიული არჩევნებისთვის საჭირო პირობები არ დაკმაყოფილდა. საფრანგეთი რუსეთის მრავალი მოქალაქის გამბედაობას მიესალმება, რომლებმაც მათ ფუნდამენტურ პოლიტიკურ უფლებებზე განხორციელებული თავდასხმის მიმართ თავიანთი წინააღმდეგობა მშვიდობიანად აჩვენეს. საფრანგეთი წუხს, რომ რუსეთმა, საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია, რაც იმას ნიშნავდა, რომ არჩევნები ყოველგვარი მიუკერძოებელი საერთაშორისო დაკვირვების გარეშე მიმდინარეობდა“, – აცხადებს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ნადირაძე: თუ რუსი ოლიგარქი თავისი “ქართული ოცნებით” დარჩა ხელისუფლებაში, შორი არ არის ის დღე, როცა პირდაპირ ქუჩაში დახვრეტენ, როგორც რუსეთში, ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს