საფრანგეთი გმობს არჩევნების ჩატარებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოსა და უკრაინაში

საფრანგეთი გმობს “ე.წ. არჩევნების” ჩატარებას ს მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სა და საქართველოში.
სააგენტო “როიტერსის” ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და აღნიშნა, რომ “ეს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მორიგი დარღვევაა”.
“საფრანგეთი არ აღიარებს და არასდროს აღიარებს მომავალში ამ ე.წ. არჩევნების შედეგებს და კვლავ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე დაგმობილია საარჩევნო უბნების მოწყობა ს, სამხრეთის ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში და მოლდოვურ ტრანსნისტრიაში, “საქართველოსა და მოლდოვის მთავრობების თანხმობის გარეშე”.
“მედუზას” ინფორმაციით, პუტინმა ხმების რეკორდული რაოდენობა, 87% მიიღო.
არჩევნებში ფორმალურად ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: , ლეონიდ სლუცკი (ლიბერალ-დემოკრატიული პარტია), ნიკოლაი ხარიტონოვი (კომუნისტური პარტია) და ვლადისლავ დავანკოვი (ახალი ხალხი).

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ