საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს მთავრობის დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ რეპრესიები – დღეს გადაწყვეტილებას ვიღებთ მათთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით

საქართველოს მთავრობის დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ რეპრესიები – დღეს გადაწყვეტილებას ვიღებთ მათთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ის აღნიშნავს, ქართველმა ხალხმა გამუდმებით და შეუპოვრად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ და ეს მისწრაფება გაგონილ უნდა იქნას.
„დღეს გადაწყვეტილებას ვიღებთ უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს. მათ კიდევ ერთხელ ძალიან მტკიცედ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა გამუდმებით და შეუპოვრად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ. ეს მისწრაფება გაგონილ უნდა იქნას,“- ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებაში, რომელსაც საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა