საფრანგეთის ელჩი უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ – არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ იდეით

საფრანგეთის ელჩი ში ჯარების გაგზავნის შესახებ – არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ იდეით
უკრაინაში საფრანგეთის ელჩი, გაელ ვეისიერი აცხადებს, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან პრეზიდენტ ს იდეით, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ელჩმა გაიხსენა, რომ საფრანგეთის პოზიციის მიხედვით, არ არსებობს წითელი ხაზები და არ არის საჭირო არაფრისგან თავის შეკავება.
“შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის გამორიცხული. ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ვაძლიერებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას. ჩვენ თავს არ შევიკავებთ რაიმე საზღვრებით”, – განაცხადა გაელ ვეისიერმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ აპირებს ს ფედერაციაზე თავდასხმას, მაგრამ მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად.
“მაგრამ ჩვენ უკვე მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ. ეს არ არის ის, რაც შეთანხმებულია ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან. მაგრამ არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია. ეს იდეები განიხილება“, – განმარტა დიპლომატმა.

ასევე დაგაინტერესებთ