საუდის არაბეთის მაღალრეიტინგული ტელევიზიის გადამღები ჯგუფი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საუდის არაბეთის მაღალრეიტინგული სამაუწყებლო არხის MBC1-ის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს მასპინძლობს. ტელეკომპანიის გადაცემის Sabah El Kheir Ya Arab-ის 8-კაციანი გადამღები ჯგუფი უკვე ეწვია თბილისს, ყაზბეგს, ბორჯომს, ქუთაისს, წყალტუბოს, ბათუმს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ციხისძირსა და შეკვეთილს. მედიის წარმომადგენლები შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში დაესწრნენ გემო ფესტს, გაეცნენ ქართულ კულინარიას, საქართველოს კულტურასა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.
“საქართველოში 7 დღეა ვმოგზაურობთ, თბილისით დავიწყეთ, აღფრთოვანებული ვარ კულტურული სანახაობით. შემდეგ ვეწვიეთ სხვადასხვა რეგიონს, სოფლებს, ვიმყოფებოდით ბორჯომში, სადაც არაჩვეულებრივი მინერალური წყალი დავაგემოვნეთ. ახლა აჭარის რეგიონში ვიმყოფებით, განვითარებულ ტურისტულ ადგილას. ჩვენ ვეწვიეთ გემო ფესტს გურიაში, სადაც დავაგემოვნეთ საქართველოში გავრცელებული გემრიელი კერძები. ჩვენ ფილმების სერიას ვიღებთ საქართველოს შესახებ რომელიც MBC1-ის ტელეარხით გადაიცემა და ყველაზე პოპულარულია ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ მოუყვებით მაყურებელს საქართველოს შესახებ, ქართული კულტურის, თბილი, ძალიან სტუმართმოყვარე და მუდამ ღიმილიანი ხალხის შესახებ“, – ამბობს MBC1-ის წარმომადგენელი აბდულ რაჰი.
MBC1-ის წარმომადგენლები ეწვევიან წალკას, დაშბაშის კანიონს, კახეთში – ნაფარეულს, წინანდალსა და ლოპოტას ტბას. ჟურნალისტები საქართველოს შესახებ 3 სატელევიზიო ეპიზოდს ამზადებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ