საუდელი მაღალჩინოსანი: ღაზის სექტორში ირანმა ომი ხელოვნურად მოაწყო

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, საუდის სამეფო ოჯახის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომლის სახელსაც გამოცემა არ ავრცელებს, Kan-ის საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან განაცხადა, რომ ირანმა ღაზის სექტორში ომი ხელოვნურად მოაწყო, რათა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შეეშალა ხელი.
Times of Israel-ის თქმით, საუდელმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერ “საეჭვო ობიექტს”, რომელიც ს საჰაერო სივრცეში შევა, ჩამოაგდებენ.
“ირანი არის ქვეყანა, რომელიც ტერორიზმის სპონსორია, და იძულებით დიდი ხნის წინ უნდა შეჩერებულიყო”. – ციტირებს Kan-ი საუდელ მაღალჩინოსანს.