„საუბრები გელა ჩარკვიანზე“ თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში

და გამომცემლობა „ინტელექტი“, 1 მარტს 19:00 საათზე, გეპატიჟებათ გელა ჩარკვიანის 85 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „საუბრები გელა ჩარკვიანზე“.

კონცეპტი გელა ჩარკვიანისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მუდმივი პარტნიორია, „ინტელექტი“ კი მისი წიგნების ერთგული გამომცემელი.

ღონისძიება პანელური დისკუსიით წარიმართება. დისკუსიის მონაწილეები ისაუბრებენ გელა ჩარკვიანის შემოქმედებაზე, მის პიროვნებაზე, პროფესიულ საქმიანობასა და ოჯახზე.

დისკუსიის მონაწილეები იქნებიან:

· გიორგი ბადრიძე – დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საქართველოს ყოფილი ელჩი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; – „ბიბლუსის“ კრეატიული დირექტორი;

· ნარგიზა გარდაფხაძე – რეჟისორი, გელა ჩარკვიანის ბავშვობის მეგობარი;

· ნანა აკობიძე – პოეტი;

· გვანცა ჯობავა – გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი;

· დისკუსიის მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია – მწერალი, გამომცემელი.

ღონისძიებაზე მოსული სტუმრები სპეციალურ ფასად შეძლებენ გელა ჩარკვიანის წიგნების შეძენას.

დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად, შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://www.conceptevents.ge/

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.