სატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლების ათეული

2023 წელს ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 87.4 მილიონი ლარი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 13.7 მილიონი ლარით მეტია. მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში ComCom-ში ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად რეკლამის დამკვეთები, რომლებიც „ტელეიმედში”, „რუსთავი 2″-ში, „მთავარ არხში”, „პოსტივიში”, „ფორმულასა” და „ტვ პირველში” ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ შემდეგია:
2023 წელს „ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთი კომპანიების ათეული, რომელთა გადახდილი თანხაც 500 ათას ლარს აღემატება, ასე გამოიყურება: „რუსთავის აზოტი”, „დიპლომატ ჯორჯია”, “პსპ ფარმა”, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, „სმარტ კაპიტალ ქონსალთენსი”, „Optimum Media Buying Limited”, „არქი პრომოუშენი”, „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო”, „ნესტლე საქართველო” და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.”
„რუსთავი 2″-ის (მედია ჰოლდინგი) დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდნენ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” და „პსპ ფარმა” წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები „დიპლომატ ჯორჯია”, „ავერსი-ფარმა”, „ნესტლე საქართველო”, „Optimum Media Buying Limited”, „ლაქტალის ჯორჯია”, „მაკდონალდსი”, „იმპელ დეველოპმენტი” და „არქი პრომოუშენი” მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ.
„მთავარი არხის” დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდნენ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, „პსპ ფარმა” და „დიპლომატ ჯორჯია” წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები „ავერსი-ფარმა”, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს”, „ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია”, „მაკდონალდსი”, „სელფი მობაილი”, „გორგია” და „ვიმ ბილ დან საქართველო” მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ.
„პოსტვს” დამკვეთ კომპანიებს რომლებიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდნენ, „კავეა”, „კავკასუს ავტო სერვისი”, „ფალავანი” და „სტერეო+” წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები „გემრიელი”, „მალკო” „არქი პრომოუშენი”, „ტიფლის ფაბ”, „ქართული რძის პროდუქტები” და „დს ჯგუფი” მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ.
ტელეკომპანია „ფორმულას” დამკვეთ კომპანიებს რომლებიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდნენ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” და „პსპ ფარმა” წარმოადგენდნენ. ხოლო კომპანიები „სი კორპორეიშენ 22″, „”, „ ბანკი”, „ორთაჭალა გეითი”, „ავერსი-ფარმა” და „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი”, მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ. რაც შეეხება „კავეასა” და „ჩინური მედიცინის ცენტრს”, მათ მიერ შეძენილი სარეკლამო დროის ფასი 50 ათასიდან 100 ათას ლარამდე დიაპაზონში ხვდებოდა.
„ტელეკომპანია პირველის” დამკვეთ კომპანიას, რომელიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდა, „პსპ ფარმა” წარმოადგენდა. ხოლო კომპანიები „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, „გალფი”, „კავეა”, „თიბისი ბანკი”, „სოფარმა”, „ნოვა”, „იმპექსფარმი”, „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში” და „თბილისი ცენტრალი” მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ.