ევროპის მასშტაბით თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები 16%-ით გაიზარდა

2022 წლიდან 2023 წლამდე, ევროპის მასშტაბით თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები 16%-ით გაიზარდა და $588 მილიარდი შეადგინა. ხოლო პოლონეთმა 2014 წელთან შედარებით, გააორმაგა. აღნიშნულ ინფორმაციას, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, euronews.com-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს სამი წევრი ქვეყნის გარდა (საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი), ყველამ გაზარდა სამხედრო ხარჯები.
როგორც ლორენცო სკარაზატომ, SIPRI-ის მკვლევარმა ასისტენტმა Euronews-სს განუმარტა, ევროპაში სამხედრო ხარჯები ყოველწლიურად იზრდება (2014 წლიდან), მას შემდეგ რაც რუსეთმა ს ანექსია მოახდინა.
„ეჭვგარეშეა, რომ 2023 წელს, ევროპაში სამხედრო ხარჯების გაზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ს მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრა,“ – თქვა სკარაზატომ.
სამხედრო ხარჯები ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
SIPRI-ის თანახმად, ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო დანახარჯი დიდ ბრიტანეთს ჰქონდა (მთლიანი შიდა პროდუქტის 2.3%)
მეორე პოზიცია კი გერმანიამ დაიკავა. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალევე, შეცვალა თავისი ქვეყნის დამოკიდებულება თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართ.
2022-დან 2023 წლამდე, ევროპის ყველაზე დიდი პროპორციული ზრდა კი პოლონეთმა აჩვენა. მან თავდაცვაზე მშპ-ს 3.8% დახარჯა.

ასევე დაგაინტერესებთ