ჩვენი მხარდაჭერა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს!
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი (Arqimandriti Dorote Yurashvili) დიდი ხანია დაუღალავად ამხელს „ოცნების“ ანტიქართულ, ანტიდასავლურ პოლიტიკას, მართლმადიდებლობის პროპაგანდის იარაღად გამოყენებას, მხარდაჭერას უცხადებს სინდისის პატიმრებს და სიმართლისათვის მებრძოლ ყველა ადამიანს.
მისი ხმის ჩასახშობად „ოცნების“ პროპაგანდაც გააქტიურდა. 22 აგვისტოს ჭყონდიდის ეპარქიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს ქადაგება, სადაც მან არქიმანდრიტ დოროთეს პირდაპირ მწვალებლობაში, ანუ ქრისტიანული სარწმუნოების დამახინჯებაში დასდო ბრალი, რაც ეკლესიიდან განკვეთას იმსახურებს. იხილეთ https://www.facebook.com/DioceseofChkondidi/videos/2143666949451839
სავარაუდოდ, მამა დოროთეზე ამ თავდასხმას გაგრძელება მოჰყვება. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მიტროპოლიტი სტეფანე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანოს, სინოდის წევრია. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მამა დოროთეს მღვდელმსახურების უფლება შეუწყვიტონ და მრევლის თვალში მისი დისკრედიტაცია მოახდინონ.
ყველას გთხოვთ, რითიც შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ მამა დოროთეს!
დავიცვათ ეს სიმართლის ხმა, რომელიც, სამწუხაროდ, დღევანდელ ეკლესიაში ასე იშვიათად ისმის, მაგრამ ძალიან ანუგეშებს და აძლიერებს, როგორც მრევლის, ისე სიმართლისათვის მებრძოლი საზოგადოების წევრებს!
გთხოვთ, ამ პოსტის მოწონებით და გაზიარებით გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა!