სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე მედიის წარმომადგენლებს ფოტო-ვიდეო გადაღების და ასევე, აუდიო ჩაწერის უფლება არ ეძლევათ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე მედიის წარმომადგენლებს ფოტო-ვიდეო გადაღების და ასევე, აუდიო ჩაწერის უფლება არ ეძლევათ. ჟურნალისტები ფიზიკურად სასამართლოს დარბაზში იმყოფებიან, თუმცა მათ ჩამწერი და დამაღები ტექნიკური საშუალებების გამოყენება არ შეუძლიათ.
ამის მიზეზი გასულ კვირას პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით განხილული და მიღებული კანონია, რომელიც ძალაში უკვე შევიდა.
დღეიდან სასამართლოში – სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზში და სასამართლოს ეზოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. “ქართული ოცნების“ ახალი კანონით სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე ტრანსლაცია, შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო