სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული პოეტს, ზვიად რატიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით [წინააღმდეგობა, მუქარა აწ ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ] გადაუკვალიფიცირა და აღნიშნული ბრალის მიხედვით ცნო დამნაშავედ.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის განმარტებით, სასჯელმა მიზანი უნდა შეასრულოს, ამიტომ ჯარიმა „არაპროპორციული იქნებოდა“.
ცნობისთვის, აღნიშნული მუხლი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით – ორიდან ექვს წლამდე.
შეგახსენებთ, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ზვიად რატიანს პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავება. ბრალდების მხარის მტკიცებით, რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში ხელი დაარტყა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – არ გვექნება არანაირი ერთობა არავისთან, ვინც პასუხისმგებელია 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე, არა და არასდროს! – ვგულისხმობ, “ნაცმოძრაობას”, გვარამიას კოალიციას, ზურაბიშვილს – გახარიამ თუ გათვალა, სალომე ზურაბიშვილმა რატომ ვერ გათვალა რისკები?