“სასამართლოდან მოუწოდა ხალხს” – რას ედავება ახალაიას პროკურატურა?

21
პროკურატურა აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურა ამბობს, რომ ბრალი, 2026 წლის 16 თებერვალს, სასამართლოში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე, ბაჩანა ახალაიამ სიტყვით გამოსვლას ეფუძნება და ამტკიცებს, რომ სასამართლოდან მან საჯაროდ მოუწოდა ხალხს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ.
პროკურატურა არ ამბობს, გამოდის თუ არა, მოსამართლე, რომელმაც ახალაიას ამ სიტყვის თქმა დააცადა – თანამონაწილე და უპირებს, თუ არა, მასაც დაჭერას?
ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული