საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ – სტუდენტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
მათ მსვლელობა ჰქონდათ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, შემდეგ მთავრობის კანცელარიასთან და ბოლოს ისინი პარლამენტთან გაჩერდნენ.
უკვე მეოთხე დღეა მოქალაქეები ქართული ოცნების მხრიდან რუსული კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ. ათასობით ადამიანი პარლამენტის წინ იკრიბება და კანონპროექტის გაწვევას მოითხოვს.