საპარლამენტო ჯგუფ „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ ლიდერები საპენსიო სესხებით დაზარალებულ პენსიონერებს შეხვდნენ

საპენსიო სესხებით დაზარალებულ პენსიონერებს, საპარლამენტო ჯგუფ „ – მოქალაქეების“ ლიდერები ქეთევან თურაზაშვილი და ივანე ნორაკიძე, გუნდის წევრებთან და იურისტებთან ერთად თბილისში, საბურთალოზე შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეებიო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი იმ პენსიონერების დახმარებაა, რომლებსაც სესხი პანდემიის დროს, ე.წ. საშეღავათო პერიოდისას ორი-სამი თვით გადაუვადდათ და რეალურად ორი-სამი წლით გაუხანგრძლივდათ.
„ამას გარდა, პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა საველე კონსულტაცია გაუწიეს და განცხადების დაწერაში დაეხმარნენ იმ პენსიონერებსაც, რომელთაც ბანკმა ე.წ. ოვერდრაფტები გაუფორმა და არ აუხსნა რა ტიპის პროდუქტს სთავაზობდა და რომ ამ სესხის ძირი, ყოველთვიური გადახდის მიუხედავად არ იფარება. შეხვედრის მთავარი მოთხოვნა – გადავადებული და ბანკის მიერ დროში გახანგრძლივებული სესხების ძველ ჩარჩოში დაბრუნება და განულებაა, აგრეთვე იმ ოვერდრაფტების განულება, რომელსაც პენსიონერები წლებია უშედეგოდ იხდიან და ძირის ოდენობაზე ორჯერ მეტი უკვე გადახდილი აქვთ. პარტია მოქალაქეები გაზრდილი მომართვიანობის გათვალისწინებით, საპენსიო საკითხებზე შეხვედრებს თბილისსა და რეგიონებში სისტემატურად მართავს. მსგავსი შეხვედრები შედგა ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ლანჩხუთში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში, თელავში და არაერთი თბილისში. აღსანიშნავია, რომ პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ გაწერილი სქემით, საპენსიო სესხის ძველ ჩარჩოში დაბრუნების და განულებს ასობით შემთხვევა უკვე არსებობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ